მე ვარ მარიკა მჭედლიძე, ვსწავლობ ილიაუნში ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტზე, ვარ პირველი კურსის სტუდენტი.
რაც შეეხება ჩემს ბლოგს იგი შექმნილია ტელეფონებზე. ალბად ყველასათვის ნაცნობი თემაა მაგრამ მინდოდა უფრო ღრმად დამენახებინა ყოველი ჩვენგანისთვის თუ რაოდენ სასარგებლო და ამავ დროულად საზიანოა იგი .... მის გარშემო ბევრი საინტერესო ინფორმაციაა და მინდოდა ამ ინფორმაციის ჩემს თანაჯგუფელებამდე მოტანა, აი მაგალითად საათი ტელეფონები,დარწმუნებული ვარ რო მათ შესახებ ძაან ცოტამ თუ იცოდა... ახლა კი მოკლედ იმის შესახებ თუ რა არის ბლოგი.
ბლოგი ჩვეულებრივ წარმოადგენს ერთი ან რამდენიმე ადამიანის მიერ წარმოებულს ვებ-საიტს, რეგულარული ჩანაწერებით, რომლებიც აღწერენ სხვადასხვა მოვლენებს ან/და შეიცავენ გრაფიკულ-ვიდეო-აუდიო მასალას. ჩანაწერები როგორც წესი განლაგებულია უკუქრონოლოგიურად.
ბლოგების უმეტესობა შეიცავს კომენტარს ან ახალ ამბავს კონკრეტული თემის შესახებ; ზოგჯერ კი წარმოადგენს ონლაინ დღიურს. ტიპიური ბლოგი აერთიანებს ტექსტს, გამოსახულებას, ბლოგების, ვებ-საიტების ლინკებს და სხვა თემასთან დაკავშირებულ მედიას. მკითხველების მიერ კომენტარების დატოვების საშუალება ინტერაქტიული ფორმატით ბევრი ბლოგის მნიშვნელოვანი ნაწილია. ბლოგების უმეტესობა ძირითადად ტექსტურია, თუმცა ზოგიერთი ფოკუსირებულია ხელოვნებაზე ,ფოტოგრაფიაზე, ვიდეო მასალაზე ,მუსიკაზე მიკრო-ბლოგი ბლოგის განსხვავებული ფორმაა, რომელიც შედგება ძალიან მოკლე ჩანაწერებისგან.
2007 წლის დეკემბრისთვის, ბლოგების ძიების სისტემა ითვლიდა 112 მილიონ ბლოგს.
http://ka.wikipedia.org/wiki/
http://blogger.ge/post/781
No comments:
Post a Comment